Friday, December 2, 2016

პროექტის მიზნები


პიროვნების აღზრდა და ჰარმონიული განვითარება, რაც სასკოლო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს, შეუძლებელია ხელოვნებასთან მისი ზიარების გარეშე. ხელოვნების სხვადასხვა დარგის  შესწავლა აღქმასა და გრძნობას აფაქიზებს, წარმოსახვის უნარს, შემოქმედებით მიდგომას და კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, რის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა.

 სახვითი და გამოყენებითი სწავლების მიზნები და ამოცანები  :              

 ·           მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მის­თვის მშვე­ნიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება.
·           გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარ-ჩვევების გამომუშავება
·           შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის  უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება
·           მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის საშუალებით (მაგ. იწვევს გარკვეულ ემოციას, ქმნის განწყობილებას, გამოკვეთს მთავარს, აძლიერებს ჟღერადობას);
·           მსჯელობს, რა ეფექტს აღწევს მხატვარი შუქ-ჩრდილის გამოყენებით;
·           გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების შესახებ და ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი აზრი.
·           ახასიათებს XX საუკუნის ხელოვნების რამდენიმე მიმდნარეობს  ცნობილ ნიმუშს; 
·           მსჯელობს მისთვის ნაცნობ ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ წვლილზე საზოგადოების ცხოვრებაში;
აგროვებს ინფორმაციას კულტურის რომელიმე წარმომადგენლის მოღვაწეობაზე
 ·           იკვლევს, თუ რა გავლენა იქონია თანამედროვე საკომუნიკაციო და ტექნოლოგიურმა საშუალებებმა ხელოვნების როლზე საზოგადო­ე­ბის ცხოვრებაში.

1 comment:

  1. ლია კარგი პროექტი გაქვს შერჩეული გისურვებ წარმატებას

    ReplyDelete