Saturday, December 17, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი, წარმოვაგინეთ პრეზენტაცია, მივეცით მეგობრული რჩევები,ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლალის საინტერესო ტრენინგებისათვის

Sunday, December 4, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია
საკმაოდ მომქანცველი იყო დღევანდელი დღე, მაგრამ საინტერესო, შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, ვისწავლეთ ჩამატება სასარგებლო ბმულების, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და დავალებათ გვაქვს შეფასების დროის ჩარჩო შევავსოთ სასწავლო პროცედურებამდე.

Saturday, December 3, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

განვიხილეთ სასწავლო პროექტის მიზნები და  გავაკეთეთ მისი რედაქტირება, ვაწარმოეთ კოლეგებთან უკუკავშირი. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, გავაკეთეთ რედაქთირება და კოლეგებთან უკუკავშირი. შევაჯამეთ ღევანდელი დღე

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:

  • როგორ ასახავს ან ცვლის კულტურას ხელოვნება.


თემატური კითხვა:

  • როგორ წარმოაჩენს xx საუკუნის ხელოვნების განვითარებას თანამედროვე მიმდევრობები?
  • რა გავლენას ახდენს ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაში?

შინაარსობრივი კითხვები:
  • რომელ თანამედროვე მიმდევრობებს ვიცნობთ 
  • ვინ იყვნენ თანამედროვე ხელოვნების პერიოდის ცნობილი მხატვრები


Friday, December 2, 2016

მოსწავლეები შეძლებენ:
  • მოიძიებენ ინფორმაცია თანამედოვე ხელოვნების მიმდინარეობასა და შესაბამის ნიმუშებზე
  • მოიძიებენ ინფორმაციას საკუთამათ ქალაქში  მოღვაწე ხელოვანებზე და მათ შემოქმედებაზე
  • მოახდენენ მოძიებული ინფომაციის გაანალიზებას და დახარისხებას
  • დამუშავებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით შექმნიან საცნობარო ბუკლეტებს და გაავრცელებენ
პროექტის მიზნები


პიროვნების აღზრდა და ჰარმონიული განვითარება, რაც სასკოლო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს, შეუძლებელია ხელოვნებასთან მისი ზიარების გარეშე. ხელოვნების სხვადასხვა დარგის  შესწავლა აღქმასა და გრძნობას აფაქიზებს, წარმოსახვის უნარს, შემოქმედებით მიდგომას და კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, რის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა.

 სახვითი და გამოყენებითი სწავლების მიზნები და ამოცანები  :              

 ·           მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მის­თვის მშვე­ნიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება.
·           გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარ-ჩვევების გამომუშავება
·           შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის  უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება
·           მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის საშუალებით (მაგ. იწვევს გარკვეულ ემოციას, ქმნის განწყობილებას, გამოკვეთს მთავარს, აძლიერებს ჟღერადობას);
·           მსჯელობს, რა ეფექტს აღწევს მხატვარი შუქ-ჩრდილის გამოყენებით;
·           გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების შესახებ და ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი აზრი.
·           ახასიათებს XX საუკუნის ხელოვნების რამდენიმე მიმდნარეობს  ცნობილ ნიმუშს; 
·           მსჯელობს მისთვის ნაცნობ ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ წვლილზე საზოგადოების ცხოვრებაში;
აგროვებს ინფორმაციას კულტურის რომელიმე წარმომადგენლის მოღვაწეობაზე
 ·           იკვლევს, თუ რა გავლენა იქონია თანამედროვე საკომუნიკაციო და ტექნოლოგიურმა საშუალებებმა ხელოვნების როლზე საზოგადო­ე­ბის ცხოვრებაში.